ზოგადი პირობები

2 კატეგორია

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურება იყოფა 2 კატეგორიად:

იურიდიული რჩევა

იურიდიული კონსულტაცია;

მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია მიიღოს იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერი საკითხის შესახებ, რომელიც მათი უფლებების დაცვას ეხება.

იურიდიული მხარდაჭერა

იურიდიული დახმარება.

იურიდიული დახმარება მოიცავს სრული სერვისის მიწოდებას, რომელიც მოიცავს როგორც იურიდიულ კონსულტაციას, ისე კონკრეტული სამართლებრივი ქმედებების განხორციელებას.

იურიდიული მხარდაჭერა

იურიდიული დახმარება პირველ რიგში გათვალისწინებულია გადახდისუუნარო პირებისთვის. ეს სერვისი მიზნად ისახავს მათი უფლებების დაცვას და მოიცავს:

  • სავალდებულო დაცვა;
  • სისხლის სამართლის საქმეები;
  • არასრულწლოვანთა დაცვა;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა;
  • ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვა;
  • საოჯახო დავები;
  • მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავები;
  • დევნილთა უფლებების დაცვა;
  • სოციალური დახმარება;
  • პენსია;
  • პირის დაცვა „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობის საკითხებზე;
  • პაციენტთა უფლებების დაცვა;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების უფლებების დაცვა;
  • პირის დაცვა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებზე;
  • პატიმართა დაცვა დისციპლინური სამართალწარმოების საქმეებზე;
  • პირის დაცვა ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეებზე;
  • თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვა;
  • ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებების დაცვა;
  • საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებების დაცვა;
  • ტუბერკულოზით დაავადებული პირის დაცვა არანებაყოფლობითი იზოლაციის საკითხებზე;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური უფლებების დაცვა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური უფლებების დაცვა.

სოც.ქსელები

აღმაშენებლის N140ა, თბილისი, საქართველო

საიდენტიფიკაციო კოდი:

204534058

იურიდიული დახმარება

საინფორმაციო რესურსები

legalaid.ge