იურიდიული დახმარების სამსახურის და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2024 წლის 31 ოქტომბერს იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.  მემორანდუმის ფარგლებში ჯიუს სამართლის პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემა პრაქტიკა გაიარონ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებთან. 

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას თემაზე –  “იურისტის პროფესიული განვითარება”. სამსახურის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით, განიხილეს იურისტის პროფესიის თავისებურებები, ისაუბრეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე და საზოგადოებრივი ადვოკატის როლზე, ასევე იმ შესაძლო წნეხზე, რასაც შეიძლება განიცდიდეს საზოგადოებრივი ადვოკატი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ის მძიმე ბრალდებულს იცავს.

ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, ასევე განიხილეს რამდენიმე გახმაურებული საქმე, რომელშიც საზოგადოებრივი ადვოკატები არიან ჩართული, სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები.

იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურად განაგრძობს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას.

Previous undp undpgeorgia germany ruleoflaw justice justiceforall accesstojustice legalaid las

Leave Your Comment

სოც.ქსელები

აღმაშენებლის N140ა, თბილისი, საქართველო

საიდენტიფიკაციო კოდი:

204534058

იურიდიული დახმარება

საინფორმაციო რესურსები

legalaid.ge