ირგინჩაისა და ომამლოში შეხვედრები ჩატარდა

2024 წლის 14 მაისს, რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროის კონსულტანტი ლალი ალუდაური მონაწილობდა შეხვედრაში დმანისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში – ომამლოსა და ირგინჩაიში. შეხვედრა, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ორგანიზებული იყო  შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარაკის მიერ.

ლალი ალუდაურმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ესაუბრა არასრულწლოვანთა და შრომის უფლებებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მიწის რეგისტრაციის და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის თემებზე.

დაინტერესებულ პირებს გაეწია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები. 
 

Previous ლეხაინდრაოსა და ბანძაში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

სოც.ქსელები

აღმაშენებლის N140ა, თბილისი, საქართველო

საიდენტიფიკაციო კოდი:

204534058

იურიდიული დახმარება

საინფორმაციო რესურსები

legalaid.ge