10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 – დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს თანამშრომლებმა დავით გოგუამ და მაია დარასელიამ გამართეს შეხვედრა ქ. ფოთის გიორგი ჭყონდიდელის სახელობის #7 საჯარო სკოლის 7, 10 კლასის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.
ადვოკატებმა შეხევდრაზე განიხილეს ადამიანის უფლებები, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსით მოწესრიგებული სამართლებრივი საკითხები, ასევე ბულინგის, ტოლერატობის, ოჯახური ძალადობის, ასევე დისკრიმინაციის აღმოფხვრის თემატიკა. ფოთის ბიუროს თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ, მოსწავლეები და პედაგოგოები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში.
Employees of the Poti Bureau of the Legal Aid Service (LAS) David Gogua and Maia Daraselia met with students and teachers of grades 7 and 10 at Giorgi Chkondideli Public School #7 in Poti on December 10, International Human Rights Day, as part of a 16-day global campaign against violence against women.
During the meeting, the lawyers talked about human rights, including those protected by the Georgian Constitution, legal matters governed by the Convention on the Rights of the Child and the Code of Protection of the Rights of the Child, bullying, tolerance, domestic abuse, and the abolition of discrimination. Participants at the meeting were informed about the LAS mandate and operations to safeguard children’s rights. Teachers and students actively participated in the discussion.













