აქტუალური საკითხები

Asylum FAQ Widget

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის შესაბამისად, შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

შეტყობინება მიღებულად ითვლება მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების პორტალზე ატვირთვის მომენტიდან და იწყება გასაჩივრების ვადის ათვლაც. პარალელურად, თავშესაფრის მაძიებელს მოსდის შეტყობინება ტელეფონის ნომერზე. გასაჩივრების ვადის ათვლა არ არის დამოკიდებული იმაზე, გადაწყვეტილებას გახსნის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი.

დიახ, პირს უფლება აქვს წარადგინოს განმეორებითი განცხადება, თუ:

  • მის წარმოშობის ქვეყანაში მოხდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას წარმოშობს;
  • არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინა განცხადებისას არ განხილულა და რომელთა წარუდგენლობაც განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

თუ განაცხადი დაუშვებლად იქნება ცნობილი, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი საქმეში არ ერთვება. თუ განაცხადი დასაშვებად იქნება ცნობილი და შემდგომ უარი ეთქმება სტატუსზე, გასაჩივრების ეტაპზე ადვოკატი ერთვება საქმეში.

აღნიშნული საკითხები განიხილება ორი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ.
  • პირველი ინსტანცია (თბილისის საქალაქო სასამართლო): 3 თვის ვადაში.
  • სააპელაციო სასამართლო: საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში.

ვადები შეიძლება გადაიწიოს, თუ სასამართლო თვლის, რომ საჭიროა დამატებითი მტკიცებულებები ან საქმის სირთულე ამას მოითხოვს.

ჩვეულებრივი წესით - რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 9 თვით, თუ:

  • გამოვლინდა რთული ფაქტობრივი და იურიდიული საკითხები;
  • განცხადება ერთდროულად მრავალმა პირმა წარადგინა.

გამონაკლისის სახით, ვადა შეიძლება კიდევ 3 თვით გაგრძელდეს სრულყოფილი განხილვისთვის.

დიახ, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც დაკავებულია, უფლება აქვს მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც სამინისტროში, ასევე საქართველოს პროკურატურასა ან პენიტენციურ დაწესებულებაში.
თავშესაფრის მაძიებელმა უნდა მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით სარჩელის გამოხმობის ან სარჩელზე უარის თქმის შესახებ. განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა წარადგინოს მიგრაციის დეპარტამენტში პასპორტის დასაბრუნებლად.
დიახ, სამსახური უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას იმ თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთათვის, რომელთა დავაც უნდა განიხილოს სასამართლომ, მიუხედავად პირის გადახდისუნარიანობისა (თუ მას კერძო ადვოკატი არ ჰყავს).

დიახ, შესაძლებლობის შემთხვევაში გასაუბრება უნდა ჩაატაროს იმავე სქესის თანამდებობის პირმა და უზრუნველყოფილი იყოს იმავე სქესის თარჯიმნით (თუ სხვა რამ არ მოითხოვა).

თარჯიმნის უფასო მომსახურება ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატთან შეხვედრისას და სასამართლო პროცესზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს პირის მიერ მიწოდებულ ფაქტებს და გასცემს რეკომენდაციას პოტენციური საშიშროების შესახებ. საშიშროება გულისხმობს კავშირს მტრულ ძალებთან, სადაზვერვო სამსახურებთან, ტერორისტულ ან დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან.

ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებაა და მასზე წვდომა აქვს მხოლოდ მოსამართლეს (არც პირს და არც მის ადვოკატს).

დიახ, თუ პირს უარი ეთქვა სტატუსზე ან სტატუსი შეუწყდა/გაუუქმდა. თუმცა, თუ გაძევება წარმოშობის ქვეყანაში შეუძლებელია, მას შეიძლება მიეცეს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 10 დღის ვადაში.

თუ უცხოელი არ დატოვებს საქართველოს განსაზღვრულ ვადაში, გადაწყვეტილება აღსრულდება იძულებით. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი გაძევების დავებში არ ერთვება.

ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით. ის შეიძლება გახანგრძლივდეს, თუ კვლავ არსებობს შესაბამისი გარემოებები.

ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით.

თავშესაფრის მაძიებელს აქვს მრავალი უფლება, მათ შორის:

  • არ იქნეს ექსტრადირებული ან გაძევებული საბოლოო გადაწყვეტილებამდე;
  • მიიღოს ინფორმაცია და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
  • ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით სასამართლო დავისას;
  • დარჩეს მიმღებ ცენტრში (გარკვეული გამონაკლისებით);
  • მიიღოს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა;
  • ისარგებლოს განათლების, ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უფლებით (საქართველოს მოქალაქის მსგავსად);
  • გათავისუფლდეს სასამართლო ბაჟისგან.

სოც.ქსელები

აღმაშენებლის N140ა, თბილისი, საქართველო

საიდენტიფიკაციო კოდი:

204534058

იურიდიული დახმარება

საინფორმაციო რესურსები

legalaid.ge