2026 წლის 20 იანვარს, გაეროს სახლში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და გაერტოს განვოთარების პროგრამის პროექტისა კოორდინატორი ლევან ასათიანი შეხვდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წევრებს.
სამსახურის წარმომადგენლებმა შშმ პირებს გააცნეს 2026 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების გაუმჯობესებას შშმ პირთა დაცვის მიმართულებით.
შევხედრის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რომელზეც მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, დეტალურად განიხილეს გეგმის ყველა პუნქტი და შემდგომი აქტივობები დასახეს.
ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარაჭერით