სამცხე-ჯავახეთში გაიმართა შეხვედრები საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში

მიმდინარე წლის ნოემბრის დასასრულს იურიდიული დახმარების სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ცნობიერების ამაღლების კამპანიაში სამცხე-ჯავახეთში. ვიზიტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღე გრძელდება.

შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, ძალადობაგამოვლილი ადამიანებისათვის დახმარების ძიების გზებისა და არსებული სერვისების შესახებ. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილე ნინო მელაძემ, იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა შორენა ბოჭორიშვილმა და სამსახურის იურისტ-ანალიტიკოსმა თამრიკო ნაჭყებიამ შეხვედრების განმავლობაში წარადგინეს მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობის დაინტერესებულ ნაწილს შეეძლო შეხვედრების დასასრულს მიეღო უფასო სამართლებრივი კონსულტაცია.

ვიზიტის ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებიც.

ვიზიტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL), შვედეთისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით.

Previous ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით

სოც.ქსელები

აღმაშენებლის N140ა, თბილისი, საქართველო

საიდენტიფიკაციო კოდი:

204534058

იურიდიული დახმარება

საინფორმაციო რესურსები

legalaid.ge